ქეთი დოლიძის გაშვებული გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრში აღადგინეს

ქეთი დოლიძის გაშვებული გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრში აღადგინესსამწლიანი დავის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ გია როინიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და მსახიობი რომელიც თეატრიდან ქეთი დოლიძემ გაუშვა სამსახურში აღადგინა:

“სამწლიანი დავა სასამართლოში დასრულებულია! დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჩემი თუმანიშვილის თეატრში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ! სარჩელი დაკმაყოფილებულია სრულიად! მინდა აღვნიშნო რომ სააპელაციოში გასაჩივრება მოხდა თეატრის წინა ხელმძღვანელობის ( ქეთი დოლიძე) დროს! წინასწარ ვულოცავ თუმანიშვილის თეატრს და ყველა ჩემს გულშემატკივარს შობა-ახალ წელს!”- წერს გია როინიშვილი.

ნიუპოსტი