ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოადგილეებად გიორგი იობაშვილი, ნინო თვალთვაძე და იუზა უგულავა წარადგინა

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოადგილეებად გიორგი იობაშვილი, ნინო თვალთვაძე და იუზა უგულავა წარადგინაქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ახალი მოადგილეები წარადგინა. ქუთაისის მერს სამი მოადგილე ეყოლება. ვიცემერის პოზიციაზე გიორგი ჭიღვარიამ გიორგი იობაშვილი წარადგინა.

გიორგი იობაშვილი თვითმმართველობაში იყო დასაქმებული და ვაკის უბნის ტერიტორიულ ორგანოში მუშაობდა. ის პროფესიით იურისტია. ასევე არის პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი.

მერის მოადგილეები გახდნენ ასევე ნინო თვალთვაძე და იუზა უგულავა.

ნინო თვალთვაძე არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობდა, სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალს. 2014 წლიდან დაიკავა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღამასრულებელი დირექტორის თანამდებობა.

იუზა უგულავა ბოლო პერიოდში ხონის გამგებლის მოადგილე იყო.

– მე მოვედი ჩემი გუნდით და მჯერა მათი ბიოგრაფიის, წარსულისა და პროფესიონალიზმის, ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავუკეთებთ ქალაქს,- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

იმედინიუსი