„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ რომან გოცირიძს თქმით, „ოცნების“ მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ დიდი სულიერი ტრავმა მიიღო.
„ეს ხალხი ღმერთზე ფიქრში ატარებს დღესა და ღამეს. სიზმრებშიაც კი მხოლოდ ანგელოზებს ნახულობს და აგერ, გინება და თანაც როდის – მარხვის დროს. ცუდია, რომ ჯერ სამარხვო გინება არ გამოუგონიათ. მთავრობის კოლექტიურ მონანიებას კი შეეწირება სახელმწიფო მიწები, ფინანსები ან სხვა ქონება, მაგრამ არა უშვს – ეს ხომ ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება. ქმედითი მთავრობა საჭიროებს ხელშეწყობას!“ – წერს გოცირიძე „ფეისბუქკში“.

