რომან გოცირიძე – „ოცნების“ მოჭიდავე დეპუტატმა შოთა ხაბარელმა ოპოზიციის გამოსვლის დროს მაგიდაზე ხელის ბრახუნით ხელის მტევანი დაიზიანა”

რომან გოცირიძე - „ოცნების“ მოჭიდავე დეპუტატმა შოთა ხაბარელმა ოპოზიციის გამოსვლის დროს მაგიდაზე ხელის ბრახუნით ხელის მტევანი დაიზიანა”ნაციონალმა რომან გოცირიძემ გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მოვლენები ფეისბუქში ასე შეაფასა:

„რომ შევაჯამოთ გასული კვირის საპარლამენტო შეხლა-შემოხლები, რომელიც ღირსების დაცვის ქართული გაგების კონტექსტით წარიმართა, იგი უსისხლოდ დამთავრდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მხოლოდ ერთმა ადამიანმა მიიღო ფიზიკური დაზიანება: „ოცნების“ მოჭიდავე დეპუტატმა, ბატონმა შოთა ხაბარელმა, პარლამენტში ოპოზიციის გამოსვლისას, მაგიდაზე ხელით ბრახუნის დროს, ხელის მტევანი დაიზიანა (მაგიდის ძგიდეს მოუხვდაო) და ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი. ტრავმა საშუალო ზომის აღმოჩნდა. ექიმების თქმით, თაბაშირს ერთ კვირაში მოხსნიან და ბატონ შოთას კვლავ შეეძლება ჩვეული სადეპუტატო საქმიანობის გაგრძელება“.