ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში სახალისო ამბავს ავრცელებს, რომლის ავტორიც ვაჟა დანელიაა.
“გაგიჟდი?!
ის იყო, კოჩია რუსთაველის პროსპექტზე გადარბენას აპირებდა, რომ მის ფეხებთან „მერსედესმა“ ღრჭიალით დაამუხრუჭა.
-გაგიჟდი? – უყვირა მიტკლადქცეულმა ახალგაზრდა მძღოლმა.
-კაცო, თვალებში ვერ იხედები? – ბრალი დასდო მანქანის პატრონს. – ხომ ხედავ, ქუჩაზე გადავდივარ!
-ჩემი გზაა…
-შენი, რა, ბაბუაშენმა გაჩუქა?! – არ დაუთმო კოჩიამ. – არ გასწავლეს, ნელა იარე და ქვეითებს პატივი ეციო?!
-ღმერთო, ყველა სულელი მე როგორ უნდა გადამეყაროს! – იქუხა ისევ მძღოლმა.
-ჰოდა, გზა სწორედ სულელებს უნდა დაუთმო, თორემ ჭკვიანი ქუჩას აქ გადაკვეთდა?! – თავი იმართლა კოჩიამ და ბორდიურს გაუყვა. “

