”სააკაშვილი ჩვენი ოპონენტია, მაგრამ ვაჟკაცობას ვერ დაუკარგავ” – რუსი პრანკერები მიშას იცავენ

რუსმა პრანკერებმა ვლადიმერ კუზნეცოვმა (ვოვანი) და ალექსეი სტოლიაროვმა (ლექსუსი) უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ოდესის ექსგუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. შესაბამისი მიმართვა სტოლიაროვმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

“ჩვენ კარგად გვესმის, რომ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა თქვენი სახელით არის ნებადართული. ეს ნათელი გახდა მათ შორის მაშინაც, როდესაც ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერის სახელით გესაუბრეთ. ყველა ე.წ სამხილები სააკაშვილის საქმეში გაყალბებულია”- ამბობენ პრანკერები.

მათი თქმით, სააკაშვილი მათი მუდმივი ოპონენტია, მაგრამ მას ვაჟკაცობას ვერ დაუკარგავ.

12 აგვისტოს, რუსმა პრანკერებმა ოდესის ყოფილ გუბერნტორთან და საქართველოს ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნეს. რამდენიმე საათში, ქსელში ვოვანის და ლექსუსის სატელეფონო “ხულიგნობის” “დამადასტურებელი” კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი აიტვირთა.

პრანკერები ამტკიცებდენ, რომ მათი მსხვერპლი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილია, რომელსაც ისინი უკრაინელი კოლეგის სახელით სააკაშვილის ექსტრადიციაზე ელაპარაკნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ჩანაწერს არასერიოზული უწოდა.

იმედინიუსი