უკრაინის „ახალი ძალთა მოძრაობის“ ლიდერი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს, თუმცა მზადაა, გამომძიებლები „კარვების ქალაქში“ მიიღოს, – ამის შესახებ კონსტიტუციის მოედანზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან იური ლუცენკოს ცრუ-პროკურორი უწოდა და აღნიშნა, რომ მასთან ურთიერთობას არ აპირებს.
– არ ვაპირებ ცრუ პროკურორთან სიარულს. ის ოროსანია, გაუნათლებელი და უკანონო. მას გენპროკურორად არ ვთვლი. მზად ვარ, გამომძიებლები ჩვენს ბანაკში მივიღო. როდესაც მოვლენ გამომძიებლები იურიდიული დიპლომებით, მათ ვუპასუხებ. – განცხადა სააკაშვილმა.

