მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. სამართალდამცველებმა ის რამდენიმე წუთის წინ, საკუთარი სახლიდან აიყვანეს. თუმცა ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის დადასტურებული.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ ამ წუთებში მიმდინარეობს ბრალის წაყენების პროცედურა, სააკაშვილი ადვოკატების შეშვებას ითხოვს თუმცა მათ შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.
დილიდან მის სახლთან მობილიზებული იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმიადგილზე ასევე შეკრებილები იყვნენ სააკაშვილის თანაგუნდელები და უფლებადამცველები.
სპეცრაზმი ადვოკატებს სააკაშვილთან არ უშვებდა. გავრცელებული ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილი საცხოვრებელი სახლის სახურავზე იმყოფებოდა, საიდანაც მიმართა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ ის საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოლებდა უკრაინისთვის.

