კიევის ცენტრში მასშტაბური აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. საპროტესტო მარშის მონაწილეები ტარას შევჩენკოს პარკში შეიკრიბნენ. ამ წუთებში ისინი მეიდნის მიმართულებით მიემართებიან.აქციის მონაწილეები უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტსა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
დემონსტრანტების განცხადებით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანა უსამართლობისკენ წაიყვანა, რასაც ისინი არ შეეგუებიან. აქციაზე იმყოფებიან, როგორც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოძრაობის ლიდერები და მხარდამჭერები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.

