ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის რუსლან ჩორნოლუცკის განცხადებით, სააკაშვილი მეუღლეს, სანდრა რულოვსს სთხოვს, მისი სპიკერი გახდეს.
– მიხეილ სააკაშვილი სთხოვს მეუღლეს, რომ მისი მთავარი სპიკერი გახდეს და დაიცვას მისი უფლებები და თავისუფლებები. ვფიქრობ, მის მეუღლესთან გავწიოთ მუშაობა და მოვახდინოთ საგამოძიებო იზოლატორში მისი წარმოდგენა, – განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორთან, სადაც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

