სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ – “ჩვენ არ ვიყიდებით!”

სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ - "ჩვენ არ ვიყიდებით!"საქართველოს საგარეო საქმეთა ექსმინისტრი დარწმუნებულია, რომ „ჩვენ არ ვიყიდებით.“

ეს განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომლის თანახმადაც, იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციაზე აშშ-ის წინააღმდეგ მისცემენ ხმას, დაფინანსებას შეუწყვეტს.
– ჩვენ ერთი ქვეყნის მუქარებს ჩამოვშორდით და მეორე ქვეყნის მუქარებს არ უნდა დავექვემდებაროთ. რა პოზიცია უნდა დაიჭიროს საქართველომ, ამ შემთხვევაში ეს სხვა თემაა და ამაზე შეიძლება მსჯელობა. მე ამაზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ, თუმცა რაც შეეხება მსგავსი ფორმით საკითხის დაყენებას, არ არის სწორი. ჩვენ არ ვიყიდებით, – აცხადებს ზურაბიშვილი

ნიუპოსტი