საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რადასთან მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინაში მშვიდობიანი გზით მოხდება ოლიგარქების დიქტატურის დასრულება.
კიევში იმყოფება სააკაშვილის მეუღლეც, სანდრა რულოვსი, რომელმაც რადასთან შეკრებილ აქტივისტებს მადლობა გადაუხადა. თუმცა, მანამ სანამ რულოვსი სიტყვით გამოვიდოდა, სააკაშვილმა ის ხუმრობით “რუსეთის დაზვერვის პოლკოვნიკად” წარადგინა.
“ფე-ეს-ბე-ს თანამშრომელი, რუსეთის დაზვერვის პოლკოვნიკი” – ასე წარადგინა სააკაშვილმა მეუღლე.

