სანდრო ბრეგაძე: „მთელს თბილისში იყიდება ამფიტამინი, ყველაზე საშინელი ნარკოტიკი!“

„ქართული მარშის„ ლლლიდერი სანდრო ბრეგაძე ფეისბუქით შს მინისტრს მიმართავს.

– შსს ახალ მინისტრს ბატონ გახარიას!

მთელს თბილისში მასობრივად იყიდება ამფიტამინი, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ნარკოტიკი.თუ არ იცით და თქვენი თანამშრომლები გიმალავენ მე გეტყვით საჯაროდ-ამფიტამინის და ექსტაზის ყველაზე დიდი საბითუმო საწყობი მდებარეობს დინამოს სტადიონზე მდებარე კლუბ “ბასიანში”,სადაც ოფიციალური ბარიგები მასობრივად წამლავენ ქართველ ახალგაზრდებს.

მეტი რაღა გითხრათ ან როგორ გითხრათ???  ბატონო მინისტრო, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი,რომ ბასიანის ნარკობიზნესს თქვენი სამინისტროს მაღალჩინოსნები მფარველობენ,ამიტომ მათ ინფორმაციებს ნუ ენდობით.ველოდები შსს-ს ეფექტურ ქმედებებს,თუმცა ვფიქრობ რომ ჩემი მოლოდინი ფუჭია,ბედნიერი ვიქნები რომ შევცდე!!!