სირიაში ერთ-ერთი გავლენიანი პანკისელი საველე მეთაური, საქართველოს მოქალაქე, გიორგი კუშტანაშვილი, იგივე სალაჰაუდინ ალ შიშანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ანალიტიკოსი ნინო ბურჭულაძე ავრცელებს. ის სირიაში ასადის წინააღმდეგ იბრძოდა.
– კუშტანაშვილი თავის დროზე იყო თარხან ბათირაშვილის მიერ შექმნილი დაჯგუფების ჯეიშ ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარის წევრი, ხოლო ბათირაშვილის ხალიფატში გადასვლის შემდეგ, მისი მეთაური. საბოლოოდ მან ეს დაჯგუფება კონფლიქტის გამო დატოვა, თუმცა ასადის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებდა. ბოლოს ის დიდი სამხედრო ოპოზიციური გაერთიანება “ჰაიატ ტახრირ ალ შამის” რიგებში იბრძოდა. ეს გაერთიანება “ფრონტი ან ნუსრას” ბაზაზე შეიქმნა და კუშტანაშვილი მისი ერთ-ერთი გავლენიანი საველე მეთაური იყო, – აცხადებს ნინო ბურჭულაძე.
როგორც ანალიტიკოსი განმარტავს, კუშტანაშვილი ლაფანყურის ჯგუფის ერთ-ერთი გადარჩენილი წევრია, რომელიც ჯგუფში ნიღბით იყო.

