სულხან სალაძე: “სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე საუბარი ნაადრევია

სულხან სალაძე: "სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე საუბარი ნაადრევიაახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  თავმჯდომარე  სულხან სალაძე აცხადებს, რომ ამ მოცემულობით ჯერ ნაადრევია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე საუბარი. მისი თქმით, ის დოკუმენტაცია და მოცემულობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან იყო გაცემული, გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემას.

– როგორც ვიცით, საქართველოს ხელისუფლებას თავის დროზე ჰქონდა უკრაინული მხარისადმი მიმართვა გადმოცემასთან დაკავშირებით, თუმცა მაშინ ეს არ მოხდა. ის დოკუმენტაცია და ის მოცემულობა, რომელიც მაშინ იყო, პრინციპში გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემას. თუ რაიმე ახალი მტკიცებულებები არის, ჩვენთვის უცნობია და ამ თემაზე პროკურატურამ, სამართალდამცველებმა მეტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს. ჩვენ როგორც ვიცით, უკრაინაში დავა სააკაშვილთან მიდის სულ სხვა საკითხებზე, რომელიც არ არის დაკავშირებული საქართველოში შესაძლო ჩადენილ დანაშაულთან. ასე რომ, ამ მოცემულობით ნაადრევია ჯერ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე საუბარი, – განაცხადა სალაძემ.

მიხეილ სააკაშვილი 8 დეკმებრის ღამე დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა. უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.