ტერეზა მეის აფეთქებას და დანებით აჩეხვას უპირებდნენ

ტერეზა მეის აფეთქებას და დანებით აჩეხვას უპირებდნენბრიტანელმა სამართალდამცველებმა ორი მამაკაცი დააკავა, რომლებიც ქვეყნის პრემიერზე ტერეზა მეიზე თავდასხმას გეგმავდნენ.

როგორც The Independent-ი იტყობინება, ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის ცნობით, ისინი მეის ოფისთან ჩანთით ბომბის მიტანას, შემდეგ დანებით თავდასხმას აპირებდნენ.

მედიის ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილები ლონდონში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დააკავეს. მათი სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს.