დასავლეთ უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში, ქართულმა მოძრავმა ცირკმა აქლემი დაკარგა.
როგორ ირკვევა, ე.წ. შაპიტოს წევრებმა გასტროლების დასრულების შემდეგ თავიანთი ნივთები აკრიფეს, ხოლო აქლემი ქალაქში მდებარე სტადიონზე მიატოვეს.
ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის წევრი ალექსანდრ ტოდორჩუკი წერს და ფოტოს ავრცელებს. ტოდორჩუკი აცხადებს, რომ ეს კანონის დარღვევაა და საკითხის შესასწავლად ადგილობრივი დეპუტატები უკვე მუშაობენ
მიტოვებული ცხოველის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია.
ნიუპოსტი

