უმრავლესობის დეპუტატ ნინო გოგუაძეს მინისტრებთან შეკითხვები აქვს

უმრავლესობის დეპუტატ ნინო გოგუაძეს მინისტრებთან შეკითხვები აქვსუმრავლესობის დეპუტატს ნინო გოგუაძეს მთავრობის წევრებთან შეკითხვები აქვს. გოგუაძის თქმით, კონკრეტულ მინისტრებთან კონკრეტული კითხვები კომიტეტების სხდომაზე დაისმევა:
– ბუნებრივია არის შეკითხვები იმიტომ, რომ ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს ძალიან თანმიმდევრული, გააზრებული განხორციელება სჭირდება და სწორედ ეს იქნება ერთ ერთი მთავარი საკითხი რაც მინისტრების მიმართ იქნება დასმული. სახელმიწფო მინისტრის აპარატის შერწყმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ეს არის ერთ ერთი მთავარი საკითხი და ამის გარდა რა თქმა უნდა იქნება სხვადსხვა დარგობრივი კომიტეტის ფარგლებში შესაბამისი მინისტრების მიმართ კონკრეტული შეკითხვები, რომელიც კონკრეტულად ამ სამინისტროებს ეხება, – აცხადებს ნინო გოგუაძე.