ზაზა ხატიაშვილი – “მეორე ტური უნდა ჩატარდეს”

ზაზა ხატიაშვილი - "მეორე ტური უნდა ჩატარდეს"მიუხედავად იმისა, რომ დავით ასათიანმა საგრძნობი უპირატესობით გაიმარჯვა, მე ვფიქრობ, რომ ეს შედეგები თუ დარჩება მეორე ტური უნდა ჩატარდეს და უნდა ჩატარდეს ორი კვირის განმავლობაში. ეს არის კანონის მოთხოვნა, ეს არის წესდების მოთხოვნა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიშვილმა განუხადა.
ხატიაშვილმა ასოციაციის არჩევნების პროცესები შეაფასა და განმარტა, რომ მეორე ტურის გამართვას თავად წინასწარი მონაცემებით გამარჯვებული კანდიდატი დავით ასათიანიც ემხრობა.
“ასოციაცია ვალდებული იქნება კანონისა და წესდების მოთხოვნა შეასრულოს. ზოგიერთი კოლეგა ფიქრობს, რომ ბატონმა დავით ასათიანმა პირველივე ტურში გაიმარჯვა, მაგრამ პროფესიის ერთიანობიდან გამომდინარე თავად დავით ასათიანიც ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ მეორე ტური ჩატარდება”, – განაცხადა ხატიაშვილმა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დავით ასათიანმა 1128 ხმა მიიღო. დავით ასათიანის შემდეგ ხმების რაოდენობით ლევან ჯანაშია მოდის.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის 12 კანდიდატი იბრძოდა. რეგისტრაციის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა 2324 ადვოკატმა მიიღო.

ინტერპრესნიუსი