ზვიად კუპრავა ხორავაზე მკვლელობის შესახებ – ”ა.ს.-მ მამას, პროკურატურის მაღალ ჩინოსანს მირზა სუბელიანს არ დაურეკა, დაურეკა დანებით შეიარაღებულ დეიდაშვილს”

ცოტა ხნის წინ ზვიად კუპრავამ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

”1) ფაქტია, რომ პროკურატურის მაღალ ჩინოსნის შვილმა დანაშაული დამალა.

2) ა. ს.- მ საკუთარ მამას პროკურატურის მაღალ ჩინოსანს მირზა სუბელიანს წინასწარი შეცნობით არ დაურეკა.
არაფერი უთხრა მანდატურს.
სკოლის ინციდენტი დამალა და ბოლოს ამ ყველაფრის სანაცვლო დაურეკა მის დანებით შეიარაღებულ დეიდაშვილს და თანასკოლელები რაზბორკაზე დააბარებინა.

3) მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა თავად მირზა სუბელიანის შვილი ა. ს. და ის თანამონაწილეა დანაშაულის.

პ.ს. ვერ გააპრავებთ, ვერა!
ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი!
ორი ჩამქვრალი სიცოცხლე არავის არ უნდა შერჩეს!”