გოგიტა დალაქიშვილის სახლიდან ამოღებულ ჩანაწერებში “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები ფიგურირებენ?

გოგიტა დალაქიშვილის სახლიდან ამოღებულ ჩანაწერებში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები ფიგურირებენ?“ქართული ოცნების” ყოფილი მხარდაჭერის გოგიტა დალაქიშვილის დაკავების ირგვლივ ახალი, სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, დაკავებულის სახლიდან ამოღებულ ფარულ ჩანაწერებში, მმართველი პოლიტიკური გუნდის მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.
“ნიუპოსტი” დაკავებულის ადვოკატს, ირმა ჭკადუას დაუკავშირდა.
მისი თქმით, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფს უახლოეს წუთებში შეხვდება. მანამდე კი აღნიშნა, რომ “გოგიტა დალაქიშვილის სახლიდან ფარული ჩანაწერები არ არის ამოღებული”.
ჭკადუას სჯერა, რომ გოგიტა დალაქიშვილი “შეცდომით არის დაკავებული”.
გოგიტა დალაქიშვილის დაკავებას, მისი მეგობარი ბრალდებულის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. მიხეილ კაჭკაჭიშვილი „კურიერთან“ არ უარყოფს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტის სახლიდან ამოღებულია ჩანაწერები, რომლებშიც მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.

– გოგიტას წლებია, ვიცნობ. ჩვენ საერთო სამეგობრო გვყავდა, ზოგი ახლა ხელისუფლებაშია, ზოგი პარლამენტში, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურია.

ეს ამბავი ასე მარტივად არ დამთავრდება, ამას მოჰყვება აჟიოტაჟი, ბევრის გვარი გახდება ცნობილი. მას რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ შესაძლოა, მე დამიჭირონ. როგორც ჩემთვის ცნობილია, მაღალჩინოსნების გვარებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი, დაკავებაც და საქმეც. ფაქტია, რომ აშკარად პოლიტიკური ქვეტექსტი დაჰყვება,- განაცხადა მიხეილ კაჭკაჭიშვილმა.

დალაქიშვილმა რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალის აქტიური მხარდამჭერი იყო, “ქართული ოცნების” წინააღმდეგ სკანდალური განცხადება რამდენიმე თვის წინ გააკეთა.
მაშინ ის ირწმუნებოდა, რომ ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი მას თანაგუნდელების წინააღმდეგ პროვოკაციებისა და საპროტესტო აქციების მოწყობას ავალებდა.სატელევიზიო არქივი ინახავს გოგიტა დალაქიშვილის ინტერვიუს, სადაც ეს უკანსკნელი დეტალურად ყვებოდა, რომ ის შსს-ში 2013 წელს დაიბარეს და სასჯელაღსრულების მაშინდელი მინისტრის, სოზარ სუბარის, ყოფილი პროკურორის, არჩილ კბილაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ პროვოკაციებისა და აქციების მოწყობა მოსთხოვეს, სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხას დაჰპირდნენ.

ის ირწმუნებოდა, რომ დამკვეთი ფულს მას შემდეგ იხდიდა, რაც უწყებებში ირაკლი ღარიბაშვილის გავლენა გაიზრდებოდა და სამინისტროები ე.წ. კახური კლანის კადრებით დაკომპლექტდებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, დალაქიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-158-ე მუხლით წარედგინა.

როგორც ცნობილია, გოგა დალაქიშვილი გუშინ დააკავეს.

ნიუპოსტი