სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურია დააკავეს

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურია დააკავესშსს-მ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში გიორგი ჭანტურია დააკავა.

ის უკანასკნელი იყო, ვინც გენერალი ნახა.
”კურიერის“ ინფორმაციით, გიორგი ჭანტურიას ოჯახი წლების წინ რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის წილის მფლობელი იყო.
მათივე ცნობით, გიორგი ჭანტურია რამდენიმე წლის წინ კახეთში პროკურორი იყო, ამჟამად კი რუსთავში კომისრის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გიორგი ჭანტურია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლითაა აყვანილი, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.
შსს-ს განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დადგენა, რამდენად აქვს დაკავებულ პირს კავშირი უშუალოდ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან.
თავად დაკავებული ყოფილი დეპუტატის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.
ადვოკატის განმარტებით, დაკავებულის მამის განცხადებით, გამოძიების მიერ ამოღებული საბრძოლო მასალები არა მის შვილს, არამედ მას ეკუთვნის.
– ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვის შემდეგ, პროკურატურამ მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი სამსონ ქუთათელაძის საქმესთან ყველანაირ კავშირს უარყოფს. მისი მამის განმარტებით, ვაზნები მისი კუთვნილი რეგისტრირებული იარაღისაა, რომელსაც ადრე ფლობდა. რამდენიმე ვაზნა კი სახლში ჰქონდათ შემორჩენილი, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.