”სოსო ქუთათელაძე ამბობდა, რომ გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა” – მოკლული გენერლის მეუღლე მის ბოლო დღეებს იხსენებს

”სოსო ქუთათელაძე ამბობდა, რომ გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა” - მოკლული გენერლის მეუღლე მის ბოლო დღეებს იხსენებსმოკლული გენერლის სოსო ქუთათელაძის მეუღლემ “იმედის კვირას” ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. მეგი სირბილაძე იმ დოკუმენტებზე საუბრობს, რომლებიც სოსო ქუთათელაძემ გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე უსაფრთხოების მიზნით ჩააბარა.

გარდა ამისა, სირბილაძე კონკრეტულ დაპირისპირებასაც იხსენებს, რომლის შესახებაც მეუღლემ უამბო.

– ბოლო ერთი თვე სოსო თითქმის ყოველდღე ანერვიულებული მოდიოდა სახლში. ამბობდა, რომ გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა. ლაპარაკი იყო ჭანტურიას ტერიტორიის შესყიდვაზე, – უთხრა მეგი სირბილაძემ ”იმედის კვირას”.

მისი თქმით, მკვლელობამდე 2 დღით ადრე მეუღლემ დოკუმენტები შესანახად გადასცა.

– პარასკევს საღამოს გადმომცა წილის ნასყიდობის საბუთები, რამე რომ მომივიდეს, შენ გქონდესო. კითხვაც ვერ დავუსვი, ისეთი აღელვებული იყო, – თქვა მოკლული გენერლის მეუღლემ.

ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, სოსო ქუთათელაძეს ერაყში გაჰქონდა სიგარეტი და მერე ისრაელის მოქალაქესთან კონფლიქტი მოუვიდა.

ამ ინფორმაციას მეგი სირბილაძემ სიცრუე უწოდა.

– ძალიან ვთხოვ ზოგიერთ მოწმეს, ნუ ეწევა დეზინფორმაციას და ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში, ის მხოლოდ ვაჭრობის საქმეს ჰქონდა, – განაცხადა მეგის სირბილაძემ.