ალექსის სანჩესი მანჩესტერ იუნაიტედს ძალიან მიუახლოვდა

ალექსის სანჩესი მანჩესტერ იუნაიტედს ძალიან მიუახლოვდაალექსის სანჩესი თითქმის მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სანჩესი პარასკევს მანჩესტერში იქნება და კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერს ხელს.

არსენალს და მანჩესტერ იუნაიტედს შორის სავარაუდოდ გაცვლა მოხდება და ჰენრიხ მხითარიანი არსენალის ფეხბურთელი გახდება.

სანჩესი მანჩესტერში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება და მისი წლიური ხელფასი 14 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე შეიძლება ავიდეს.