ალექსის სანჩესმა მანჩესტერ იუნაიტედზე ისაუბრა

ალექსის სანჩესმა მანჩესტერ იუნაიტედზე ისაუბრამანჩესტერ იუნაიტედის ახალწვეულმა ალექსის სანჩესმა თავის ახალ კლუბზე ისაუბრა და თქვა რომ ის ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს და მანჩესტერ იუნაიტედს მაქსიმალურად დაეხმარება მათ მოპოვებაში:

”ეს გუნდი იმიტომ ავირჩიე რომ მანჩესტერს უმაღლესი მიზნები აქვს და ყველა ტურნირში მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის. ვგრძნობ რომ აქაურობა ძალიან შემიყვარდება და ბევრ წარმატებას მივაღწევ”–განაცხადა ალექსის სანჩესმა.

სანჩესი უკვე მანჩესტერშია და სავარაუდოდ რამდენიმე დღეში მისი დებიუტიც შედგება.