ერევანში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაუქმდა

ერევანში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაუქმდაერევანში მიხეილ სააკაშვილის წიგნის – “ძალის გამოღვიძება”, პრეზენტაცია გაუქმდა.სომხური მედიის თანახმად, სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციამ, სადაც წიგნის პრეზენტაცია უნდა გამართულიყო, ტექნიკური პრობლემები დაასახელა.

ღონისძიება 7 თებერვალს უნდა გამართულიყო.

– იყო შემთხვევები, როდესაც გამოფენები, ფილმის ჩვენებები და სხვა შემოქმედებითი პროდუქტები კულტურის სამინიტრომ აკრძალა. მსგავსი პრეცედენტების გამო, საზოგადოება, პრეზენტაციის ამ ნიშნით გაუქმებაზეც ფიქრობს. შემდგომი მოვლენები გვანახვებს, ღონისძიება ცენზურის ქვეშ აღმოჩნდა თუ არა, – განაცხადა წიგნის მთარგმნელმა ნააპეტიანმა.

სომეხი მწერლის, ოლეგ პანფილოვის თქმით კი ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

– ვფიქრობ, გადაწყვეტილება პრეზენტაციის გაუქმების შესახებ, აბსოლუტურად პოლიტიკურია. რამდენიმე თვის წინ ერევნიდან მომწერეს და მკითხეს რჩევა ამ წიგნის სომხურ ენაზე თარგმნასთან დაკავშირებით. ვფიქრობდი, ამ წიგნთან დაკავშირებით ინტერესი არსებობს, რადგან სომხეთში არის ხალხი, რომელიც აქციებს აწყობს რუსეთისა და პუტინის წინააღმდეგ და საქართველოში გატარებული რეფორმები მოსწონთ.

ვფიქრობ, სომხეთის ხელისუფლებამ უბრალოდ აკრძალა ამ წიგნის პრეზენტაციის ჩატარება და ეს გარკვეულწილად ერევანში რუსეთის საელჩოს გადაწყვეტილებაა. ეს არასასიამოვნო ოსტორიაა და ალბათ, სომხეთის ოპოზიცია ამ შემთხვევას გააპროტესტებს, – განაცხადა ოლეგ პანფილოვმა “კურიერთან”.

ნიუპოსტი