გიორგი ნიკოლაიშვილი – “გამიფრინდა ჩემი პრინცესა, მთელი საღამოა მხოლოდ შენ ფოტოებს ვუყურებ…’

გიორგი ნიკოლაიშვილი - "გამიფრინდა ჩემი პრინცესა, მთელი საღამოა მხოლოდ შენ ფოტოებს ვუყურებ...'აშშ-ში მცხოვრებმა გიორგი ნიკოლაიშვილმა ფეისბუქზე დაწერა:

“რაც ამერიკაში წამოვედი მხოლოდ ერთი შიში მქონდა: ადრე თუ გვიან დადგებოდა ის დღე, როცა გამიფრინდებოდა ჩემი პრინცესა, და მე ვერ ვიქნებოდი მის გვერდით ამ ბედნიერ დღეს. და დადგა ეს დღეც: ნინოობა, შენი მფარველი ანგელოზის დღე, შენი 25_ე დაბადების დღე და შენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე – 27 იანვარი, დღეს ხომ შენი ნიშნობაა. მაპატიე, რომ შენს გვერდით ვერ ვარ.. მაპატიე, რომ ვერ გირეკავ და გილოცავ, უმძიმესია ჩემთვის მარტოდ ყოფნა, მთელი საღამოა მხოლოდ შენ ფოტოებს ვუყურებ. მაპატიე, რომ ერთადერთი ძმა ვერ გაიზიარებს დღეს შენ სიხარულს…
მინდა მთელი ცხოვრება ბედნიერი იყო შენ თორნიკესთან ერთად.. ჩემო პრინცესა, ჩემო დიდო სიყვარულო, სამყაროზე მეტად მიყვარხარ.. ვერ გადმოვცემ ამ ტკივილს, როგორ მენატრები, როგორი რთული გამოდგა ზუსტად 1487 დღე უშენოდ..
ჩემი ცხოვრების მთავარი ქალბატონი ხარ და სულ ასე იქნება გპირდები.. მხოლოდ ერთს გთხოვ, ისევ ასე გიყვარდეს შენი ძმა, როგორც ეს დღევანდელ დღემდე იყო.
უდიდეს ბედნიერებას გისურვებთ ორივეს. მიყვარხართ. სიყვარულით შენი ემიგრანტი ძმა გიორგი ნიკოლაიშვილი - "გამიფრინდა ჩემი პრინცესა, მთელი საღამოა მხოლოდ შენ ფოტოებს ვუყურებ...'❤️ Daji Gogiashvili