პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ღამის 3 საათისთვის მის ბინის კარებთან უცხო ადამიანები მივიდნენ.
– ცოტა ხნის წინ წავიდა პატრული ჩემი ბინიდან. ღამის 3 საათისთვის ვიღაც მთვრალი ტიპები მოადგნენ ჩემი ბინის კარებს და ხმამაღალი გინებით და მუქარით დაიწყეს ბრახუნი. კინაღამ გული გამისკდა. მთელი სადარბაზო გააღვიძეს. გამოვიძახეთ პატრული. სავარაუდოდ ბინა აერიათ ჩვენს ქვედა მეზობლებთან სადაც რაღაც სადაოა. ამ წუთას უკვე სიმშვიდეა. გასაკვირი მხოლოდ ისაა რომ პატრულის გამოძახება არცერთ მეზობელს არ უფიქრია, მე კი თუ კარებს შემოლეწავდნენ შეიძლება დარეკვა ვერც მომესწრო! – წერს ირინა სარიშვილი.

