ირინე არდაშელია – “თითქმის წელია, სანდრო ბაღში ეტლით დამყავს”

ირინე არდაშელიამ ფეისბუქზე დაწერა:

“თითქმის წელია სანდრო ბაღში დამყავს და ვინც მიცნობს, ალბათ იცის ეტლი რაოდენ განუყოფელი ნაწილია ჩვენი გადაადგილების. 7-8-9 თვის ორსული, დავათრევდი ამ ეტლს, რა თქმა უნდა სანდროსთან ერთად, იმის გამო რომ პანდუსები ყველან მანქანებს ქონდათ დაკეტილი. ხოდა, გამომდინარე იქიდან, რომ სულ მეჩქარებოდა და ისიც ვიცოდი, რომ მსგავს საკითხზე პატრული სულ მცირე ნახევარ საათს დააგვიანებდა, ვიყავი საკუთარი ძალის, გაძლების და დანიელის მხარდაჭერის იმედზე. ალბათ ამ ყინვაშიც დამეზარებოდა, მაგრამ უზარმაზარი, ორბავშვიანი ეტლით რომ აღმოვჩნდით დაკეტილ პანდუსთან და შემოვლითი გზა, გარდა სამანქანო ტრასისა არსად იყო, გამოვიძახეთ პატრული. ნუ დააგვიანა და 112 გოგო კარგა ხანს ზღაპრებსაც გვიყვებოდა, რომ მსგავს შემთხვევაზე რა პონტი იყოს მსგავსად, ათასი სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ საბოლოოდ, დაახლოებით, 30-40 წუთში მოვიდა ეკიპაჟი. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ერთი მანქანისთვის გამოვიძახეთ და იქ 6 მანქანა ერთდროულად არღვევდა ახლაც სინდისი მქენჯნის იმ 10 ლარიანი ჯარიმების გამო, მაგრამ ჩემ ხარჯზე რატომ იქმნით საკუთარ კომფორტს?!

P.S. პატრულის თანამშრომელს ჯერ ერთი ბავშვით ვეგონეთ, მერე კი უკანა სავარძელზე დანიც რომ ნახა, უფრო შეიშმუშნა და შევიდა ჩემს მდგომარეობაში