კახა კალაძემ ოპოზიციას თბილისის გენგეგმის განხილვაში ჩართვა შესთავაზა

კახა კალაძემ ოპოზიციას თბილისის გენგეგმის განხილვაში ჩართვა შესთავაზათბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციურ პარტიებს დედაქალაქის გენერალური გეგმის დოკუმენტის შეფასების პროცესში ჩართვა შესთავაზა. განცხადება დედაქალაქის მერმა, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“მინდა შევთავაზო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუ ექნებათ სურვილი, გახდნენ თანამონაწილები ამ დოკუმენტის შეფასებაში.  ჩვენი კარები ღიაა, ყვოევლთვის. მე წინასაარჩევნოდაც ვაცხადებდი, რომ ჩვენ მზად ვიქნებით თანამშრომლოობისთვის, რადგან ეს დოკუმენტი ჩვენი ქალაქის სწორად განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მათ სურვილი აქვთ ჩართულობის, ჩენ მზად ვართ ამისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი ინფორმაციით, თბილისის მერიაში შეიქმნა სამუშო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ილია ელოშვილი და დაკომპლეტებული იქნება საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტებისა და ქართველი ექსპერტებისგან.

აღნიშნული ჯგუფი თბილისის მერიას გენგეგმის დოკუმენტის შეფასებაში დაეხმარება. კახა კალაძის თქმით, მერიის ყველა სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს „სითი ინსტიტუტთან” დოკუმენტიზ სრულყოფის მიზნით.

25 დეკემბერს თბილისის მერიამ გენგეგმის ჯგუფი 145 600 ლარით დააჯარიმა და ხარვეზების გამოსასწორებლად 10-დღიანი ვადა მისცა. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მერიის ყოფილმა ხელმძღვანელობამ კონკურსის წესით შეარჩია და ქალაქის მთავარი დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოყო.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, მერიას 18 ივნისს ჩაბარდა. მისი შემქმნელების თქმით, ეს დოკუმენტის სამუშაო ვერსიაა და მნიშვნელოვანია პროცესში მოქალაქეთა ჩართვა. თბილისის ახალარჩეული მერმა უკვე დასრულებული გენგეგმა თავიდან შესასწავლად სპეციალურ ჯგუფს გადასცა.