კოტე ინაშვილი – “ნათია მეზვრიშვილს ვურჩევ, ნუ გაიფუჭებს კარიერას”

რამდენიმე წუთის წინ კოტე ინაშვილმა ფეისბუქზე დაწერა:

“2014 წლის თებერვალი, ღამის 3 საათზე კრიმპოლმა გადამოწმების ნიშნად გამაჩერა. მე ფეხით მივდიოდი, ისინი თეთრი შკოდით მომადგნენ. განვუმარტე და ავუხსენი ვინც ვიყავი, სამი პოლიციელიდან ორი თავაზიანად მელაპარაკებოდა, ზედაპირულ დათვალიერებაზეც შევთანხმდით (საშინელი ქარი ქროდა, ყინავდა და ქუდი, შარფი, კაპიშონი, მოკლედ აჯაჯული მეცვა და ერთი სული მქონდა მანქანამდე მიმესწრო). მესამე პოლიციელი აშკარად შარზე იყო, მებლატავა, მეც არ დავუთმე და „წამომიკიდა“. პოლიციის წინააღმდეგობის მუხლით დამაკავეს. როდესაც განყიფილებაში მიმიყვანეს, ჯერ განყოფილების უფროსი დაარწმუნეს (ძლივს დაიჯერა პატრონმიჯმულმა))), რომ ხელი ვკარი და ღონე ვიხმარე და მერე იმ რაიონის პოლიციის უფროსიც რომ გამოცხადდა, მიცნო ვინც ვიყავი და გამომკითხა რა მოხდაო. შემდეგ დაუძახა სამივე ოპერს და ერთმანეთს დაგვაპირისპირა. არ დამავიწყდება იმ პოლიციელების გაფითრებული სახეები, მაგრამ კვლავ იცრუეს, პირველ ჩვენებას მიაწვნენ და ხელი გვკრაო ურცხვად ატყუებდნენ უფროსს.
ასეთ პოლიციელებზეა გამოთქმა:- ძაღლი, ძაღლის ტყავს არ დახევსო“… ამიტომაც არ მჯერა იმ პოლიციელების, რომლებიც მეტროს ინციდენტში მონაწილეობდნენ…
შს მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ ნათია მეზვრიშვილს კი ვურჩევ: – ნუ ჩაყვება მატყუარა პოლიციელებს და ნუ გაიფუჭებს კარიერას…
დროა ბოლო მოეღოს გამოთქმას – ძაღლის ტყავის შესახებ…”