კვირიკაშვილმა ლიტვის პრემიერი სკვერნელისი მიიღო

კვირიკაშვილმა ლიტვის პრემიერი სკვერნელისი მიიღომთავრობის ადმინისტრაციაში ლიტვის პრემიერ-მინისტრის, საულიუს სკვერნელისის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ლიტველ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დახვდა. ცერემონიალზე გაჟღერდა ლიტვისა და საქართველოსა ჰიმნები.
გიორგი კვირიკაშვილი საულიუს სკვერნელისს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ლიტვის პრემიერის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
30 იანვარს ლიტვის პრემიერ-მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, ასევე – ეწვევა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ფრეზეთში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის პრემიერ-მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს. საულიუს სკვერნელისის ვიზიტის პროგრამა კულტურულ ნაწილსაც მოიცავს. ლიტვის პრემიერი საქართველოში სტუმრობისას ძველ თბილისსა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.

ინტერპრესნიუსი