ლუის სუარესმა ლა ლიგაში მე-100 გოლი გაიტანა

ლუის სუარესმა ლა ლიგაში მე-100 გოლი გაიტანაბარსელონას ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა ესპანეთის ჩემპიონატში მე-100 გოლი გაიტანა. სუარესმა ეს ბეტისის წინააღმდეგ მოახერხა. აღსანიშნავია რომ სუარესს ყველაზე ნაკლები თამაში დასჭირდა 100 გოლის გასატანად ბარსელონას ისტორიაში.

ამ მაჩვენებლით სუარესმა ლიონელ მესისაც აჯობა. ეს სეზონი ურუგვაელი თავდამსხმელისთვის ცუდად დაიწყო, მაგრამ ბოლო პერიოდში სუარესი შესანიშნავ ფორმაშია და მან ესპანეთის ჩემპიონატში  ზედიზედ 7 შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა რომ ლუის სუარესი მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია.