მალხაზ მაჩალიკაშვილი – „გადადგეს გომელაურის მთელი კლანი“

მალხაზ მაჩალიკაშვილი - „გადადგეს გომელაურის მთელი კლანი“19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ისინი ასევე სპეცოპერაციაში მონაწილეებისა დ ამათი ხელმძღვანელების გადადგომას მოითხოვენ.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მოითხოვს, რომ მის შვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.

– მოთხოვნაა, ჩემს შვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, მოაშორონ, რომელიც დაადეს, ეს დაღი, ეს ლაქა, აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა და გადადგეს გომელაურის მთელი კლანი სპეცრაზმის და მერე წარსდგეს მთელი ეს ბანდა სასამართლოს წინაშე, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ნიუპოსტი