მბაპეს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

მბაპეს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდაპსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერის კილიან მბაპეს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ახალგაზრდა ფორვარდი მალე დაუბრუნდება მოედანს.

მბაპემ ტრავმა ლიონთან შეხვედრაში მიიღო და ის პირველივე ტაიმში შეცვალეს. მბაპე ერთ-ერთ ეპიზოდში ლიონის მეკარეს დაეჯახა და მოედანზე ცუდად დაეცა, რის შემდეგაც მან თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

პსჟ-ს მეორე ლიდერს ნეიმარს, ასევე ტრავმა აქვს და სავარაუდოდ ბრაზილიელი ვარსკვლავი მოედანს თებერვლის დასაწყისში დაუბრუნდება. თებერვალში პსჟ-ს მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის მადრიდის რეალთან.