“მძღოლმა გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილით, გონება დაკარგა” – როგორ გადაარჩინეს სასწრაფოს ექიმებმა 67 წლის მამაკაცი

"მძღოლმა გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილით, გონება დაკარგა" - როგორ გადაარჩინეს სასწრაფოს ექიმებმა 67 წლის მამაკაცისოციალურ ქსელში, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გვერდზე სასწრაფოს ექიმების მიერ მორიგი გადარჩენილი სიცოცხლის შესახებ წერენ.

“თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები მუდმივად ზრუნავენ თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.

ამის ნათელი მაგალითია შემთხვევა, რომელიც მიმდინარე წლის 25 იანვარს მოხდა.

გამოძახების ადგილე მისულ 0916 ბრიგადას: უფროსი ექიმი ინგა მანჯავიძე, უმცროსი ექიმი ანი მახარიაშვილი, მძღოლი გიორგი საფაროვი, 67 წლის მამაკაცი გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილით დახვდათ. კარდიოგრამის გადაღებისას მან დაკარგა გონება და მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭების ფიბრილაცია ანუ მას გული გაუჩერდა.

1 ელ. შოკისა და სხვა სარეანიმაციო ღონისძიებების შედეგად პაციენტს აღუდგა გულის რითმი და დაუბრუნდა ცნობიერება. მამაკაცი მიოკარდიუმის მწვავე ინფაქრტით გადაყვანილ იქნა თბილისის ერთერთ კლინიკაში. მოგვიანებით ჩვენი ექიმები დაუკავშირდნენ კლინიკას და დაინტერესდნენ მათ მიერ გადარჩენილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობით. პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი

პაციენტს გამოჯანმრთელებას უსურვებს”- წერენ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გვერდზე.

ნიუპოსტი