“მოდის დღე, რომელმაც დამიმახინჯა ცხოვრება და მაინც ვერ გამტეხა… როცა ოჯახიდან 7ადამიანი დაგვეღუპა ავარიაში” – მანანა ფრუიძის ტკივილი

"მოდის დღე, რომელმაც დამიმახინჯა ცხოვრება და მაინც ვერ გამტეხა... როცა ოჯახიდან 7ადამიანი დაგვეღუპა ავარიაში" - მანანა ფრუიძის ტკივილირამდენიმე წუთის წინ შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა მანანა ფრუიძემ ფეისბუქში დაწერა:

“მოდის, მოიზლაზნება 24 იანვარი, ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში… დღე, რომელმაც დამიმახინჯა ცხოვრება და მაინც ვერ გამტეხა, ვერ დამაჩოქა, ვერ გამხადა შურიანი და ეგოიზმით სავსე (თუმცა, ზოგიერთმა ასეც მიწოდა)…
48 წელია მომყვება ამ დღით მოყენებული ტკივილი, როგორც შავი აჩრდილი და ალბათ, ჩემთან ერთად ჩაესვენება სამარეshi
“ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს”-ო, არა, ტკივილი არასოდეს იძინებს, არასოდეს ნელდება, არასოდეს ქრება. მითუმეტეს , ასეთი ტკივილი :(((
რამდენი წელია, მინდა აღვიდგინო ყველა დეტალი და აღვწერო ის საშინელი დღე. დავიწყე კიდეც, რამოდენიმე წლის წინ აკრეფა და წამეშალა მთელი დღის ნაწერი…
მამაზეციერს შევთხოვ, არასოდეს, არავინ, არცერთი ძეხორციელი არ გაიმეტოს იმ ტკივილისთვის, რაც მე 9 წლის ასაკში განვიცადე!..
(შესაბრალებლად არ ვწერ, უბრალოდ, მაწვალებდა და მომინდა ამომეთქვა)…”

ამ პოსტს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. მეგობრებს აინტერესებდათ, რა მოხდა მაშინ.

“Avaria… dagvegupa 7 adamiani ojaxidan” – დაწერა მანანა ფრუიძემ პასუხად