ნაციონალები მერიაში მთავრობის სხდომაზე შეუშვეს

ნაციონალები მერიაში მთავრობის სხდომაზე შეუშვესთბილისის მერიაში მიმდინარე მთავრობის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები შეუშვეს. პარტიის წევრები მერიაში ცოტა ხნის წინ მივიდნენ და სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა თავდაპირველად მერიის დაცვის სამსახური მათ სხდომათა დარბაზში არ უშვებდა. საბოლოოდ, “ნაციონალების” წევრებს სხდომაზე დასწრების საშუალება მიეცათ.
როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა განაცხადეს, ისინი მერიაში კონკრეტულ საკითხებზე სასაუბროდ მივიდნენ.
მერიის მთავრობის სხდომას ”ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატები ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე და მარიკა დათუკიშვილი ესწრებიან.

ინტერპრესნიუსი