მაგთის მიერ ინტერნეტის გაძვირებას ნიკა გვარამია ფეისბუქზე ასე გამოეხმაურა:
”ვერ ვხვდები ოღონდ, მაგთის ინტერნეტის გაძვირება რატომ უკვირთ. შეხედეთ ეროვნული ვალუტის ახალი წონასწორობის წერტილს – 2.6
მაგთი ლარებში კი არ ოპერირებს საერთაშორისო პარტნიორებთან და არც საქველმოქმედო ორგანიზაციაა, საკუთარ მოგებაზე მუშაობს და არა ჩვენს ბედნიერებაზე, გვქონდეს დაბალფასიანი ინტერნეტი.
მაგთის მიყვებიან სხვა ოპერატორებიც. და ყველაფრი დანარჩენის ფასიც ეგრე ავარდება, სხვანაირად შეუძლებელია ამ ეკონომიკურ ვითარებაში. ტარიფები და საწვავი უკვე ავარდა. მომსახურების სფეროც აგერ მიყვა. ბოლო ბასტიონიც მალე დაეცემა – პირველადი მოხმარების პროდუქტები.
მაგთი ლოგიკური შედეგია. მიზეზებთანაა საჭირო ბრძოლა და პროტესტი, და არა მაგთისთან.”

