ფილიპე კოუტინიომ ბარსელონას შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა

ფილიპე კოუტინიომ ბარსელონას შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარაბარსელონას ბრაზილიელმა ახალწვეულმა ფილიპე კოუტინიომ თავისი გუნდის შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა. კოუტინიოს დებიუტი ესპანიოლის წინააღმდეგ შედგა და ბრაზილიელი ნახევარმცველი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო.

აღსანიშნავია ის რომ კოუტინიო 2012 წელს ესპანიოლის შემადგენლობაში თამაშობდა. მატჩის შემდეგ კოუტინიომ აღიარა რომ ძალიან ღელავდა, თუმცა როდესაც მოედანზე შევიდა, მაშინვე დამშვიდდა:

”გულშემატკივრები იმდენად თბილად შემხვდნენ რომ ღელვამ გამიარა და თამაშისგან სიამოვნება მივიღე. დარწმუნებული ვარ, ბარსელონაში კიდევ ბევრ შეხვედრას ჩავატარებ”–განაცხადა ფილიპე კოუტინიომ.