“ქართველო მამებო, მოიკელით გართობა და ღვინის სმა, კაცობის გააზრებაში მიეხმარეთ თქვენს ბიჭებს!” – ირმა ცუკილაშვილის ემოციური პოსტი

ცოტნე გამსახურდიამ ირმა ცუკილაშვილის პოსტი გააზიარა და მცირე წინათქმა წაუმძღვარა:

“წაიკითხეთ სიტყვასიტყვით. ადექით და კიდევ წაიკითხეთ . თუ მაინც სულელური აზრები დაგებადოთ, დაუბრუნდით და კიდევ წაიკითხეთ!
მეტს ვერაფერს ვიტყვი…

“რაზე ფიქრობო და, ისეთი თბილი სიხარული მაქვს, უნდა გაგიზიაროთ😊😉 მოკლედ, საყიდლებზე ვარ, სუპერმარკეტში, თვალს ვერ გააწვდენ, უზარმაზარი სივრცეა, ვდგავარ რიგში, ერთერთ სალაროსთან(50 მაინც იქნება), ამოვალაგე პროდუქტები და, კონტეინერს არც ვუყურებ, ჩანთაში გადახდის ბარათს ვეძებ. ავიხედე და, ყველაფერი პარკებში ჩალაგებულია, მელოდება გამყიდველი ღიმილით, როდის გადავიხდი. მადლობა მოვახსენე, რა თქმა უნდა და, – მე არა, ამ ბიჭს უთხარი, მადლობაო! ვხედავ, სალაროს გასასვლელში, 8-9 წლის ბიჭუნა დგას, მამასთან ერთად, სკაუტის ფორმაში, უსაყვარლესი, სერიოზული სახით მიყურებს,- არდადეგები გვაქვს და, სკაუტების ფონდისთვის ფულს ვაგროვებთ, ასე ვშრომობთო, თუ შეგიძლიათ, ჩვენს ყულაბაში ერთი დოლარი, არ რამდენიმე ცენტი რომ ჩადოთ, მადლობელი დაგრჩებითო. ესევე, 5 დოლარიანი ჩავაგდე, გამჭვირვალე ყუთში, გამიღიმა,- სულ სასიამოვნო დღეები გქონოდეთ, ღმერთმა დაგლოცოთო♥️ გული ამიჩქარდა, ისე მესიამოვნა, ამ შობის დღეს, ანგელოზის დალოცვა ჰო და, ვეკითხები,- რა უნდა გამოხვიდე, როცა დიდი ბიჭი იქნები მეთქი და, ჯარისკაციო, ამერიკას, ჯარისკაცები უფრო ჭირდება, სულ ჭირდება, სკაუტების ფორმაც, ჯარისკაცისას მიაგავსო😊♥️ ოცნების ასრულება ვუსურვე, დავემშივიდობე და, სანამ გასასვლელ კართან მივალ, ვხედავ,- ყველა სალაროსთვან დგანან, სკაუტი ბიჭები, 8-9 წლისები, ან ცოტა მეტის, მამებთან ერთად, ხალხს, პროდუქტების ჩალაგებაში ეხმარებიან, სახეზე, შეფერებული, სქმიანი კაცის იერით, ღიმილით😊♥️ ჩავჯექი მანქანაში და, რადიო ჩავრთე,-” God bless Americaaaa”,- ბრწყინვალე სიმღერაც თან დართვით, ჰო და, მინდა, მოგმართოთ, დიდი სიყვარულით, თან ტკივილიანით:- ქართველო მამებო, მიაჩვიეთ შვილები, შრომას და, პასუხისმგებლობას. მომავალში, სახელმწიფოს რომ უნდა მოუარონ, ასწავლეთ. მოიკელით გართობა და ღვინის სმა, გამოდით სახლებიდან, უქმეებზე, თუნდაც ყინვიან ამინდში( გარეთ, -17-ია), მოქალაქეობრივ შეგნებაში, კაცობის გააზრებაში მიეხმარეთ, თქვენს ბიჭებს, ღმერთი, უკეთესად დაგლოცავთ!😊😉♥️. ირმა ცუკილაშვილი”