რაფაელ ნადალი მარინ ჩილიჩთან დამარცხდა

რაფაელ ნადალი მარინ ჩილიჩთან დამარცხდაავსტრალიის ღია პირველობას კიდევ ერთი ფავორიტი გამოეთიშა. ამჯერად რაფაელ ნადალმა განიცადა მარცხი ხორვატ ჩოგბურთელთან მარინ ჩილიჩთან.

ნადალმა მე-5 სეტში ტრავმა მიიღო რის შემდეგაც მან თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. აღსანიშნავია რომ 4 სეტი დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა მეოთხე სეტის ბოლოს ნადალს უკვე დაეტყო დაღლილობა და ძველმა ტრავმამაც ესპანელ ჩოგბურთელს თავი შეახსენა.

ჩილიჩი ნახევარფინალში ბრიტანელ კაილ ედმუნდს დაუპირისპირდება, რომელმაც მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა და იმის შემდეგ კიდევ ორი შეხვედრა მოიგო.