რეალი იკარდიში 100 მილიონი ევროს გადახდას აპირებს

რეალი იკარდიში 100 მილიონი ევროს გადახდას აპირებსმადრიდის რეალი მზად არის მაურო იკარდიში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. წლევანდელი სეზონი რეალისთვის წარუმატებლად მიმდინარეობს და სამეფო გუნდი ზაფხულში სერიოზულად გეგმავს გაძლიერებას.

რეალის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ იკარდი იქნება, რომელიც ინტერის მთავარი ბომბარდირი და ლიდერია.

ინტერი იკარდის იოლად არ დათმობს და რეალს სერიოზული ბრძოლა ელის წინ, იმისთვის რომ იკარდი რეალის ფეხბურთელი გახდეს. თვითონ ფეხბურთელს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.