როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა

როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდაშვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ხორვატი მარინ ჩილიჩი იქნება.

ნახევარფინალში ფედერერმა ადვილად დაამარცხა კორეელი ჰეონ ჩანგი, რომელმაც მეორე სეტის ბოლოს ტრავმის გამო თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა.

ფედერერი ძალიან დამაჯერებლად იგებდა შეხვედრას, ამიტომ სავარაუდოდ ის ისედაც მიიყვანდა საქმეს ბოლომდე.

შეგახსენებთ რომ ფედერერმა შარშანაც მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა და მას შანსი აქვს რომ ამ ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდეს.