სერგეი შამბა – ”სააკაშვილს სასჯელი 3 პოლიციელის შეწყალებისთვის გამოუტანეს, ლუკავას შეწყალება კი ხაჯიმბამ ერთპიროვნულად გადაწყვიტა”

სერგეი შამბა - ”სააკაშვილს სასჯელი 3 პოლიციელის შეწყალებისთვის გამოუტანეს, ლუკავას შეწყალება კი ხაჯიმბამ ერთპიროვნულად გადაწყვიტა”ქართულმა სასამართლომ სასჯელი გამოუტანა სააკაშვილს იმის გამო, რომ შეწყალების კომისიის გვერდის ავლით სამი პოლიციელი შეიწყალა, ხოლო გიორგი ლუკავას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება რაულ ხაჯიმბამ ერთპიროვნულად მიიღო, – განაცხადა „ერთიანი აფხაზეთის“ პარტიის ლიდერმა სერგეი შამბამ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტს შეწყალების უფლება აქვს, ასეთი გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.
„ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი ვიყოთ იმასთან მიმართებაში თუ რა ხდება ქვეყანაში. 20 წელია ვსაუბრობ იმ ცვლილებებზე, რომელიც განხორციელებული უნდა იყოს, რათა პარლამენტმა რეალურად აკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლება. დღეს პარლამენტი გვაქვს, რომელიც პრეზიდენტს იცავს. მთელი ჩემი ცხოვრება ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ვიბრძოდი, მაგრამ დღეს ყველანი წითელ ხაზთან ვდგავართ, რომლის იქეთ სახელმწიფოებრიობის დაკარგვაა“, – აღნიშნა მან.

ინტერპრესნიუსი