შალვა რამიშვილი თათია სამხარაძეს სექსუალური შევიწროვებისთვის 2.000 ლარს გადაუხდის

შალვა რამიშვილი თათია სამხარაძეს სექსუალური შევიწროვებისთვის 2.000 ლარს გადაუხდისთბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით შალვა რამიშვილის წინააღმდეგ თათია სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა.

შალვა რამიშვილს თათია სამხარაძისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. მას 2 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

სასამართლოს დღევანდელ სხდომას არც შალვა რამიშვილი და არც მისი ადვოკატი არ დასწრებიან.

საქმის დასაბუთება სამხარაძეს და მის ადვოკატებს ერთი თვის ვადაში ჩაბარდებათ. იურიდიულ დახმარებას სამხარაძეს კავშირი “საფარი” უწევდა.

ნიუპოსტი