თბილისის მერიაში ზონალური საბჭო და 19 კომისია გაუქმდა

თბილისის მერიაში ზონალური საბჭო და 19 კომისია გაუქმდათბილისის მერიაში, სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები გაუქმდა. ამის შესახებ დღეს სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

რეფორმის ფარგლებში, ე.წ. ზონალური საბჭო და სხვა 19 კომისია და საბჭო გაუქმდა. კომისიების და საბჭოების ფუნქციები მერიის შესაბამის სტრუქტურებს გადაუნაწილდათ.