ტრაბზონში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

ტრაბზონში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავესთურქული მედიის ცნობით, ტრაბზონში ძარცვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. გამოძების ინფორმაციით, დაკავებულები მაღალსართულიანი სახლების ბინებში სახურავებიდან თოკების დახმარებით აღწევდნენ და ძვირფასეულობა და ელექტროტექნიკა ფანჯრებიდან გაჰქონდათ.

ბრალდებულების სახლიდან სამართალდამცველებმა ნაძარცვი ნივთები, მათ შორის რამდენიმე ტელევიზორი, კომპიუტერი და სხვა ტექნიკა ამოიღეს.

ნიუპოსტი