ცისნამი საყვარლიშვილი – “პირველად ჩავჯექი საბაგიროზე, ზევიდან გადმოვხედე განათებულ მანჰეტენს…”

ცისნამი საყვარლიშვილი - "პირველად ჩავჯექი საბაგიროზე, ზევიდან გადმოვხედე განათებულ მანჰეტენს..."შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ცისნამი საყვარლიშვილმა რამდენიმე საათის წინ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

“მეხუთე წელი დაიწყო რაც ნიუ-იორკში ვცხოვრობ და ამ ღამეს პირველად ვიყავი Roosevelt Island-ზე. პირველად ჩავჯექი საბაგიროზე, ზევიდან გადმოვხედე განათებულ მანჰეტენს, გავისეირნე გაყინული მდინარის სანაპიროზე და რაც მთავარია ბევრი ვიცინე. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი მდინარის გაღმა მხარეს, ჩემი სახლიდან 5 წუთის სავალზე მდებარეობს. მეკი წარმოდგენაც არ მქონდა. მოკლედ, ეს ქალაქი საოცრებაა. დღითიდღე მაკვირვებს და თავს მაყვარებს. ამ პატარა კუნძულზე ცხოვრება ძალიან ძვირია და #ფენსობაა. აქ მხოლოდ ერთი აფთიაქი, ერთი სუპერმარკეტი და ერთი სტარბაქსი აქვთ. ძალიან სისუფთავეა. მანჰეტენზე ზუსტად ხუთ წუთში ხარ, ან საბაგიროთი, ან F ტრეინით, რომელიც მდინარის ქვეშ გვირაბში გადის.
კუნძული მანჰეტენსა და ქვინსს შორის მდებარეობს. მე ძალიან მომეწონა და აუცილებლად დღის შუქზეც ვესტუმრები.
ხოლო ვინც არ ყოფილხართ აუცილებლად მოინახულეთ, ეს ადგილი.”