ცოტნე გამსახურდიამ ახალ წელს ასეთი პოსტი მიუძღვნა:
“ბავშვობის შემდეგ ახალ წელს დიდის აღტყინებით აღარ შევხვედრივარ, მაგრამ ახლა, რაც მეტი წელი გადის, ეს დღე სულ უფრო ფერმკრთალი და უღიმღამო ხდება. არ მგონია საქმე ჩემს ბიოგრაფიულ თავისებურებებში და დამოკიდებულებებში იყოს მხოლოდ, ამას ექსპრესიის კანონიც ადასტურებს: რაც უფრო მეტჯერ მეორდება რაიმე, მით ნაკლებად გამომხატველი და მიმზიდველი ხდება. საერთოდაც, ფიქსირებული დღესასწაულები ხომ საკმაოდ კონვენციური, პირობითი რამაა და სპონტანურ, ცოცხალ შთაბეჭდილებას ვერ იწვევენ.
საინტერესოა ისიც, რომ წლების მატებასთან ერთად ყოველი შემდეგი – სულ უფრო სწრაფად გადის. ამ რბოლის ყველაზე აზრიანი ახსნაა, რომ ყოველი შემდეგი წლის მონაკვეთი თქვენი ცხოვრების საერთო ხანგრძლივობის სულ უფრო მცირე ნაწილს შეადგენს და თქვენს აღქმა-მახსოვრობაშიც სულ უფრო ნაკლებ ადგილს იკავებს; ახალი, ცოცხალი შთაბეჭდილებების გაკონვენციურებას რომ თავი დავანებოთ.
არ ვიცი, რამდენად მოგეწონებათ ეს ყველაფერი, მით უფრო – ალკოჰოლით გონებაგანათებულებს, მაგრამ დავწერე რასაც ვფიქრობ, როგორც ყოველთვის.
? გილოცავთ და ცხოვრების უკეთესისკენ შეცვლას გისურვებთ ![]()

